ახლა, ღრუბლებიდან არ ცრის,
მაგრამ შეწყვეტილი წვიმა.
წუხელ გალუმპული ცაცხვის.
სველი შტოებიდან ცვივა...
წამლის წვეთებივით ჩემში.
კირავს, აკოწიწებს ბზარებს,
წვეთებს გავუწოდე პეშვი,
როგორც წუთისოფლის მგზავრებს.
მაგრამ შეწყვეტილი წვიმა.
წუხელ გალუმპული ცაცხვის.
სველი შტოებიდან ცვივა...
წამლის წვეთებივით ჩემში.
კირავს, აკოწიწებს ბზარებს,
წვეთებს გავუწოდე პეშვი,
როგორც წუთისოფლის მგზავრებს.