მე ასეთი საქართველო ♥

ალბათ მკითხავთ, რა დროს ახალი წელია, რამ გაგხსენა, ეს ფრაზები, მეკი ზუსტად ამ შეგრძნებით ვწერ დუმბაძისეულს... რა განსხვავებაა, წელიწადის შემოსვლას ან დამთავრებას ელოდები, თუ შენი სამშობლოსათვის უმთავრეს და ურთულეს დროს ხვდები....

,,ბუნების ძალავ, შემოქმედო ყოვლისა, შენ გაუთენე ჩემს ხალხს, ჩემს სამშობლოს ბედნიერი ახალი წელი. განკურნე ყოველგვარი სენისაგან, მიეცი ჯანი მრთელი, ღონე შენი, ნიჭი შენი

და უკვდავება შენი. დააშთე თვალი ყოველი მოშურნე მისი, საუკუნოდ დაგმანე ყური მსურველი და მსმენელი მისი სიავისა. გგაახმე ხელი ყოველი, აღმართული მისი სიცოცხლის ხის მოჭრის სურვილად, დალოცე აკვანი, კალთა და ძუძუ საქართველოსი, ქართველი ხალხის მშობელისა. Gაავსე სახლი ყოველი მშრომელისა მზითა და სითბოთი, ბეღელი – პურით, მარანი – ღვინით, ახორი – საქონლით, კარია – ფრინველით და გული სათნოებით.

ააჟრიამულე ეზო – კარი ყოველი ქართველისა ბადიშებით, შვილთაშვილებითა და მათი შვილებით. დაუშრეტელ მდინარედ იდინე, ბედნიერებავ, ჩვენს ქვეყანაში, არ მოუშალო გონიერი ერისკაცი და მწყემსი საქართველოს.

მიიღე, მამულო, ეს ლოცვა!
ნოდარ დუმბაძე.
მე ასეთი საქართველო ,შენ?