მე აქ კლავიშები მელოდება

გარეთ შემოდგომის ფერებია,
მე აქ კლავიშები მელოდება,
სევდის მელოდია სხვაგვარია-
თუ ის სიხარულსაც ელოდება.
სევდის მელოდია ჩემგვარია- ხან სხივს,
ხან ცრემლს ხატავს თვალში,
მე აქ კლავიშები მელოდება
სული გადასული ხმაში..