აქ იდგა ხეთა სინორჩის ჟამი,
და გაზაფხულზე-მზის სხივი თრთოდა,
იდგა ლოდინი და დილის ნამით ცა იცვლებოდა...
შემოდგომაა- გასაოცარი ფერებით კვდება- ფერი სინორჩის, ფერი მწვანეთა,
მზე ისევ მოდის ადრიან დილით, მოდის სხივებად, ვით სილამაზის სილამაზედ გარდაცვალება...