არის უფლება, უ-უფლებობა ამბობდე სათქმელს,
არის უფლება, უ-უფლებობა სურვილის, ლოცვის, 
და ამ უფლებით გულო ჩემო, ვერ ამბობ სათქმელს, 
და ვერც ვერასდროს ვერ დასტკბები თავისუფლებით. 
ჩამოიფარე რიდედ ფერი, ფერი სიწრფელის, 
ნისლებს გაჰყევი, ნისლებს, ღრუბელთ უხმო ფერებას, 
და მიულოცე დაბადება ადრიან დილით, 
რიბირაბოზე.. ღამეს ,მზეს ,სითბოს, 
მინდვრებს, მთა- მთიებს..გადაღლილ ფიქრებს, 
კიდევ ერთი დღის, კიდევ ერთი დღის ამო-თენება...