როცა უდიდესი გამოცდილება გაქვს- ენდე შენს გამოცდილებას, როცა ადამიანებს კარგად კითხულობ- განაგრძე კითხვა, როცა უსაზღვროდ ნიჭიერი ხარ -შექმენი, ის რისი შექმნაც მხოლოდ შენ შეგიძლია, ნიჭი ხომ შენ არ გეკუთვნის უფლისგანაა... და როცა მთელი ქვეყნის დამტევი გული გაქვს,როცა დროში სწორად სვლა და დროის შექმნაც საინტერესოდ გამოგსვლია, როცა მეგობრობა და მიტევება შეგიძლია ისე , როგორც არავის..(.ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ყველასთან თავიდანვე არ მეგობრობ ,რადგან ადამიანების ამოკითხვის უნარი გამცნობს საცნობს)..,. როცა დუმილიც შენებური იცი და სიტყვებიც მხოლოდ შენებურად განსხვავებულია, სწორი და მართალი ხარ. ხარ ძალიან ძლიერი, ძლი-ერი.. მე შენი მეორე მხარეც ვიცი, მაგრამ ამას გეუბნები, რადგან ასე უფრო ზუსტი ვარ, ასე უფრო ძლიერს გხედავ... ნუ გაიხედავ, მეორე მხარეს... მეორე მხარეს, სადაც ადამიანი სუსტდება,ნებდება და ათას უწვრილეს ნაწილაკად იშლება... შენ საკუთარ თავსაც და საზოგადოებასაც ძლიერი სჭირდები.. რეალისტი , რომელსაც ოცნების უნარი არ დაუკარგავს...p.s♥