ისევდა ისევ... ლამაზი ოცნება - მოგნატრებია? -მე ძალიან ბევრჯერ მომნატრებია, ხანდახან იმაზე მეტად მომნატრებია, რასაც მონატრება ქვია. -გიტირია? -მემიტირია, ხანდახან სიხარულითაც მიტირია, მაგრამ ეს მხოლოდ ხანდახან.ბევრჯერ მომნატრებია სიხარულის ცრემლები, მაგრამ რაღადროს სიხარულია. - გყვარებია? -მე მყვარებია, ძალიან მყვარებია, გამიგია როდესაც ადამიანი გიყვარს, სამყარო სხვანაირი გეჩვენება,ამქვეყნად არაფერი გწყინს, ყველაფერი გიხარია,თვალები გიბრწყინავს და გგონია რომ ყველაზე ბედნიერი შენ ხარ. მაგრამსაკმაოდ ძნელია როდესაც ის იკარგება... -გიოცნებია? -ძალიან ბევრი მიოცნებია, ყოველთვის იმაზე ვოცნებობდი რაც არასდროს იქნებოდა. ამიტომ დარჩა ოცნება ოცნებად. -დაგიკარგავს? -დამიკარგავს,ხანდახან მგონია მთელი ცხოვრება დავკარგე თუმცა ეს უბრალოდ მგონია..... -გიპოვია? -ალბათ.... -თვითმკვლელობაზე გიფიქრია? -მიფიქრია ძალიან ბევრჯერ, მაგრამ , როდესაც თავის მოკვლასგადაწყვეტ, ამდროს ყველაზე ეგოისტი ადამიანი ხდები, ამდროს ყველას უარყოფ და მარტო საკუთარ თავზე ფიქრობ, ვერ ხვდები რამდენ ადამიანს შეიძლება ატკინო გული... იმ ადამიანებს რომლებსაც ყველაზე მეტად უყვარხარ.თვითმკვლელობა სიმხდალეა. როდესაც თავის მოკვლას გადაწყვეტ და ამის მეტნაკლებად განხორციელებას ცდილობ, სწორედ მაშინ ყველაზე მეტად გინდა სიცოცხლე.... -რა არის სიცოცხლე? -სიცოცხლე ცეცხლს ჰგავს, მისი დასაწყისი ალია, ხოლო დასასრული კი ფერფლი, მაგრამ ვისთვის როგორ... ზოგის სიცოცხლე აალებასაც ვერ ასწრებს.... ხანდახან ყველაზე რთული იმ კითხვაზეა პასუხის გაცემა რომლის პასუხიც, ყველაზე უკეთ იცი. ხანდახან შეიძლება ისე მოგენატროს ადამიანი რომ, იფიქრო დრო ცოტა უფრო გაიწელოს, სანამ ნახავ, რადგან ეს მონატრება გსიამოვნებს. არსებობს წუთები როდესაც ყველაზე მეტად გიყვარს და ამ დროს, ყველაზე მეტად გეჯავრება. ხანდახან ფიქრობ რომ სრულიად შეიცვალე, მაგრამ ადამიანები არ იცვლებიან, უბრალოდ ცხოვრება იცვლება. დრო ვერასდროს დაგვავიწყებს ვერც დიდ ტკივილს, და ვერც დიდ სიხარულს. ეს სიმართლეა....