თუ მთებით მოხვედი - ფოთოლთ მზე ინატრე,
თუ მთებით დაეშვი- მინდვრები იფარე, 
თუ წყაროს მოჰყევი- წყურვილი მასწავლე,
ნისლის ალბიონებს- თრთვილის ხმა ასწავლე...
ზამთრის სითეთრეში - იქეც რილოჟრელოდ-
გაზაფხულს უმღერე ნაბიჯით ადრე,
ნუ განმეორდები, ნუ დაემსგავსები..
ყველას და ყველაფერს...
ეცადე კარგო წყაროსთვალს ჰგავდე..
თუ მთებით მოხვედი ზეცამდე ახლოა,
იპოვე ის სუნთქვა მთები რომ ბადებს...