
ძალიან პატარა ვიყავი პირველად რომ მოვუსმინე და ასე დაიწყო ჩემი შეუცვლელი სიყვარული მისდამი. ასე მგონია მან შემაყვარა ოპერა, გადამატარა გულიდან ამოსული ხმების საოცარი სამყარო... წლები გავიდა , 40 წლიან ზღურბლს გადავაბიჯე და როცა მის ხმას ვუსმენ -ისევ უკან ვბრუნდები, იქ, იმ ჩემს ბავშვობაში , სადაც ჩემი გატაცების გამო ეღიმებოდათ...