ბავშვობის მოგონებები

     ძალიან პატარა-5 წლისა უკვე კარგად ვკითხულობდი, წერას არ მასწავლიდა ბებო... სკოლაში ისწავლეო... დედაც მიშლიდა რატომღაც.. მე კი ჩუმად სახატავ რვეულზე ვწერდი, გამომყავდა ასოები და.. მერე ყველა შეეჩვია, რომ მაინც დავწერდი...მერე მაშინდელ მოსამზადებელ კლასში რომ მივედი მიკვირდა, რატომ ვერ აერთებდნენ ასოებს- ჩემი კლასელები... ჩემი შურა მასწავლებელი კი დედას საყვედურობდა- რატომ ასწავლეთო კითხვა... წერით კი გავტანჯე ყველა... მე ხომ სახატავ რვეულზე აჩხა- ბაჩხა ასოები გამომყავდა- 
ყოველგვარი ჩარჩოს გარეშე- ვერა და ვერ დავიმორჩილე ,,სუფთა წერის "რვეულში, დავალების რვეულში თავისუფლებას ნაჩვევი ასოები და ეს - სამაგალითო ბავშვი- უმაგალითოდ ცუდად ვწერდი, ოღონდ ძალიან სუფთად... ამიტომაც განსაკუთრებულ დარღვევას მიმართა შურა მასწავლებელმა- ორი სუფთა წერის რვეული მქონდა- ერთი- სადაც ვწერდი, ისე, როგორც ვწერდი გაკვეთილზე..და მეორე, რომელშიც ვწერდი მასთან სახლში- მორიდების, ჩუმი ცრემლის ყლაპვის, ხავერდის ვარსკვლავის( მაშინდელი ხუთიანის) დაკარგვის შიშისა და შურა მასწავლებლის სიყვარულის გამო.. მერე მოვიდა ჩემი უსაყვარლესი მზისა მასწავლებელი და ჩემი პირველი ლექსიც მის მაგიდაზე აღმოჩნდა.. გაიხარა... მერე მოდიოდნენ ლექსები, არა,ამრერებული სიტყვები და ვწერდი, ოღონდ ვერც კი გავიგე, როგორ დავიწყე- ასოების ლამაზად გამოყვანა... მერე სკოლაში, არასოდეს დამჭირვებია,,შავი" და,,თეთრი'' რვეულები.. მერე გავიდნენ წლები... მერე მოვიდნენ წლები..,, არ მინდა სული რომ დავაჯერო- ლექსისთვის არ მცალია ახლა... -.. ჩემში ერთად იცხოვრა,,დედოფალმა და გლეხმა გოგომ'', ორივე მიყვარს და მეცოდება, რადგან ორივეში ვარ... ერთში - უსაშველოდ რთული და ამაყი, მეორეში- მარტივი და თბილი, ცრემლიანი და უსაზღვროდ შრომისმოყვარე. ამიტომაც როცა დავშორდი კალამს, სარკაზმით შევხედე- დაუოკებელ ლტოლვას ფიქრების გადმოტანისა- თეთრ ფურცლებზე და ფიქრი ავიკრძალე...მერე ისევ მოვიდნენ ფიქრები თეთრ ფურცლებზე... მაგრამ,,მე" მინდოდა სხვა დამენახა ჩემში და ჩემი ნაწერებს ვაჩუქე სახელი-,,ნიტა ლიჩელი" , მისაყვედურა მერი დეიდამ- რატომ აწერო ასე... მას ალბათ ახსოვს ჩემი პასუხიც..ახლახან ირაკლიმ ბლოგი
გააკეთა სიურპრიზად.. დაახლოებით მივხვდი რატომ დამირეკა შაბათ დღეს და მკითხა- როგორ მოვაწერე ჩემს ბოლო ლექსს... ორშაბათს კი სამსახურში მოსულს მანახა.. გავიდა თვე, ორი.. მეგონა მობეზრდებოდა ,, ფეისბუქში'' ჩემი ნაწერების თვალთვალი... ამ საღამოს შემოვედი და ის თურმე ისევ ერთგულად კითხულობს და აზიარებს...ესე იგი ნიტა ლიჩელი არსებობს და მავალდებულებს, რომ ვწერო... ჰო, კარგი ნიტა- დავწერ, ოღონდ ნუ დამავალდებულებ.. ნურც ჩარჩოში მოქცევას მომთხოვ- ეს უკვე არ არის ,,სუფთა წერის'' რვეული... მე,,ფეისბუქი"'ლამაზად და ზუსტად წერის რვეული მგონია, ვიცი წიგნია..მაგრამ წიგნში ბევრჯერ ცუდადაც წერენ, ჩემი გვერდი კი იქნება რვეული...ჩემი სუფთად და უჩარჩოოდ დაწერილი რვეული.. პირველ წიგნს კი ვიცი ვერ გამოვცემ , რადგან ჯერ ისიც არ ვიცი - ჩემი წიგნის ავტორი ნიტა ლიჩელი იქნება თუ როზეტა შულაია....და საერთოდ..იქნებ ჯერაც არ ვიცი ისე წერა, კარგ წიგნს, რომ სჭირდება?...უკვე ძალიან გვიანაა. პირველი საათია + 1წუთი