ჟანამ ჰოროსკოპი წამიკითხა... დღეს ვერძმა უნდა მოითმინოსო, დღეს ვერძი ჭკვიანად უნდა იყოსო... დღეს ვერძმა უნდა იფიქროსო საყვარელ ადამიანებზე.. სულ ყოველ დღე ასე არა ვარ? ვემორჩილები -რაც მაწერია , იმ ბედისწერას, ვარ-ჭკვიანად, ოღონდ სულ ვფიქრობ-ძალიან ბევრს... და სულ არ მჯერა ჰოროსკოპის, ოღონდ ხვალაც ვეტყვი ჟანას- წაიკითხე ჟან, ჰოროსკოპი...