ამ დილას ისე მინდოდა დამეკრა რამე...
მხოლოდ შევეხე მდუმარე კლავიშებს, ნოტს პიუპიტრთან,
...მერე მოვდიოდით მე და დედა ერთად ქუჩაში, რატომღაც ისევ ბავშვი მეგონა თავი... ოღონდ ახლა უკვე არ მესმოდა რას მეუბნებოდა დედა.. მხოლოდ ყველაფერ
ზე ვეთანხმებოდი მაშინალურად
რადგან მელოდია, რაც მინდოდა რომ დამეკრა მესმოდა ჩუმად, მესმოდა ზუსტად... ძალიან სევდიანი, ძალიან წყნარი და ისეთი ლამაზი.. ერთი სული მაქვს სამსახურში ქაღალდთა გროვას რომ დავაღწევ თავს საღამოს ისევ მივიდე ჩემს საყვარელ კლავიშებთან..ოღონდ არ ვიცი შევძლებ თუ არა დაკვრას, მე ხომ დიდი ხანია დავივიწყე, რომ გატაცებით ვუკრავდი ზოგჯერ..