მე ბედისწერას არ ვეუბნები საყვედურს , რადგან მან უკეთ იცის, ის , რაც ,მე არ ვიცი.... არ ვჩივი- რადგან სიცივის მიუხედავად არ მაკლია სითბო, არ ვტირი- ისე სველდება თვალები.. რადგან მზე მიყვარს ძლიერ, ჩემთან სუსხსა და წვიმას გადარჩენილი მზის სხივი მინდა გავუგზავნო ჩემს ბედისწერასაც- რომ გაეღიმოს და თქვას: საკმარისია- ეყოფა ნისლი.. ახლა თვალებს ეტირება,მაგრამ მე ამის მჯერა!მჯერა!... გესმის შენ- ჩემო უცნაურო და საინტერესო ბედისწერავ! თან მეღიმება- რატომ ვწერ ამას,, ფ
ეისბუქში '' განა ბედისწერა ამ უცნაურ და საცნაურ ვირტუალურ სამყაროშია?... მე ვიცი, რომ არ არის,აქ, მაგრამ მზესავით მიყვარს წერა, რომელმაც არასოდეს არ მომიტანა სიხარული... პირიქით,ხშირად მოუგროვებია ღრუბლები ავად.. მაგრამ გაფანტულან თავად ..მე ხომ ღრუბლებისთვის არასოდეს მიწერია..რადგან მათ ლამაზად კითხვა არ იციან...რა ქნან, ის რომ ღრუბლებად დაიბადნენ, ესეც ბედისწერამ გადაწყვიტა...თანაც ღრუბელი აუცილებელია, რომ გაგრძნობინოს განსხვავება სინათლესა და სიბნელეს შორის.. მე მაინც დავწერ, მაინც დავიჯერებ, რადგან ზოგჯერ ბედისწერასავით ჯიუტი ვარ ჩემს მოლოდინში... ამიტომ გაიღიმეთ ჩემო მზით სავსე ♥ მეგობრებო..მე არ ვტირი... და არ ვეუბნები საყვედურს ჩემს ბედისწერას, რადგან მან უკეთ იცის ის, რაც მე არ ვიცი და ისიც , რაც ძალიან კარგად ვიცი♥ ბედისწერა ,,ფეისბუქს" არ კითხულობს... მე მაინც დავწერე..