გილოცავთ გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს! უფალი გფარავდეთ წმინდა გიორგის უძლეველობით-მტერსა ზედა, ჰფარავდეს სნეულთ და უპოვართ,სუსტთა და ძლიერთ, რადგან , მისი ძალა სჭირდება ყველას! დიდსა და მცირეს..ვევედროთ ჩვენი სავედრებელი, რომ დაიფაროს ქვეყანა ჩვენი..გული ჩვენი და სუნთქვა ჩვენი.. გილოცავთ და გლოცავთ!
ტყვეთა განმათავისუფლებელო, და გლახაკთა ხელის აღმპყრობელო, სნეულთა მკურნალო, და მეფეთა უძლეველო წინამბრძოლო, ღვაწლით შემოსილო დიდო მოწამეო გიორგი, ევედრე შენგან შეყვარებულ ქრისტე მაცხოვარს, რომ დაიფაროს და დაიცვას ერი და ეკლესია ჩვენი ბოროტისა და განსაცდელისაგან; განაძლიეროს და განამტკიცოს მართალი სარწმუნოება ჩვენში, რომ სარწმუნოებით განმტკიცებულნი და გაძლიერებულნი ღირსნი გავხდეთ მართალთა თანა დამკვიდრების, ქებისა და გალობისა ყოვლად პატიოსნისა სახელისა მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!