მოლოდინს ნუკრის თვალები აქვსო, 

და ტყეში მარტო დარჩენის შიშით..
ნუკრს მოლოდინის ფერები აკრავს,
დარდით ავსებულ მაგ თვალთა ფერში..
სევდა რონინით ადევნებია, 
ნაბიჯებს ითვლის ლოდების გვერდით,
შენ მოლოდინი- სხვა რა გგონია,
თუ არა ნუკრის თვალები -ცრემლით..